განახლების თარიღი: 2024 წლის 24 ივნისი
კომპანია Western Union, ჩვენი შვილობილი და აფილირებული კომპანიები („Western Union“ ან „ჩვენ“, „ჩვენს“) ვზრუნავთ თქვენს კონფიდენციალურობაზე და თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლიანი პრაქტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად, რათა უკეთ მოგემსახუროთ. Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული პირების სია იხილეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“.
Western Union-ში ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ ფინანსური სერვისები ხელმისაწვდომი ხალხისთვის ყველგან. ეს მოვალეობა კლიენტების წინაშე ასევე ითვალისწინებს მათი პერსონალური ინფორმაციის სწორად დამუშავებას.
ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მიზანია განმარტოს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ, ვიცავთ, ვამჟღავნებთ და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით ონლაინ რეჟიმში ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, საცალო გაყიდვების პუნქტში და ჩვენი მობილური აპლიკაციების მეშვეობით, აგრეთვე გაცნობოთ, რა არჩევანი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება.
როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი ფულის გადარიცხვის ან სხვა ფინანსური სერვისებით, როგორიცაა ჩვენი ციფრული საფულე ან წინასწარ გადახდის ბარათი, გვიკავშირდებით, შედიხართ ან არეგისტრირებთ ანგარიშს ჩვენს ვებსაიტებზე თუ აპლიკაციებში, ან ერთვებით ჩვენს ერთგულების პროგრამებში (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „სერვისები“), ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და, შესაძლოა, გამოვიყენოთ ის სხვა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც შეგროვდა ან შეიქმნა თქვენთან ურთიერთობისას. ჩვენ ვაგროვებთ თქვენთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:
Western Union რამდენიმე გზით აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას, მათ შორის:
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ საორგანიზაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სამთავრობო კანონებსა და რეგულაციებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევზღუდოთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ვამუშავებთ, ისე რომ ეს წვდომა მხოლოდ იმ ჩვენს თანამშრომლებს, აგენტებს და წარმომადგენლებს ჰქონდეთ, რომლებსაც ის სჭირდებათ საქმიანი მიზნებისთვის. ჩვენ მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, მესამე მხარეებმა შეიძლება მაინც უკანონოდ მოიპოვონ ან მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე.
ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქი-ფაილები, მონიშვნები და ვებ-შუქურები ჩვენს ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებში, ან, როდესაც მესამე მხარის გვერდებს სტუმრობთ. ჩვენ ამ ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზეზებით ვიყენებთ, რომლებიც იდენტიფიცირებულია ნაწილში სათაურით „როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას“.
დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, დააწკაპუნეთ ბმულზე „ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ“ Western Union-ის შესაბამისი ვებგვერდის ქვედა ნაწილში. ზოგიერთ რეგიონში, სადაც ჩვენ მომხმარებლისთვის დავნერგეთ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ვებსაიტებზე ქუქი-ფაილების მართვის შესაძლებლობა, ჩვენ წავიკითხავთ ან ჩავწერთ ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენ მიერ დაყენებული პრიორიტეტის საფუძველზე.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარეების მომსახურება თქვენთვის პერსონალიზებული რეკლამების მოსაწოდებლად, როდესაც ვებგვერდებს ათვალიერებთ. ზოგადად თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ პერსონალიზებული რეკლამების მიღებაზე ამ რეკლამის განმთავსებელი მესამე მხარეებისგან და სარეკლამო ქსელებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ქსელური სარეკლამო ინიციატივის (NAI) წევრებს ან რომლებიც მოქმედებენ ციფრული სარეკლამო ალიანსის (DAA-ს) მიერ ონლაინ ქცევითი რეკლამებისთვის შემუშავებული თვითრეგულირების პრინციპების შესაბამისად, NAI-ს და DAA-ს ვებსაიტებზე შესაბამის გვერდებზე გადასვლით, სადაც შეძლებთ უარის დაფიქსირებას.
თვალის დევნებაზე უარის თქმა (DNT) არის ბრაუზერის არასავალდებულო პარამეტრი, რომელიც ნებას გრთავთ, გამოხატოთ თქვენი უპირატესობები რეკლამის განმთავსებლებისა და სხვა მესამე მხარეების მიერ თვალის დევნებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ DNT სიგნალებს თუ ამას შესაბამისი კანონი არ მოითხოვს.
ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი კომერციული მიზნებისთვის ვიყენებთ:
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორც განმარტებულია ამ დებულებაში, შემდეგი კანონიერი საფუძვლებით:
თქვენი პრიორიტეტები შესაბამისად, გაცნობებთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებული შეთავაზებების, აქციებისა და განახლებების ან სხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს. ეს შეიძლება შეიცავდეს ელფოსტის, ტელეფონის, საფოსტო წერილის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სოციალური მედიის და სხვა კომუნიკაციის ან ციფრული არხების გამოყენებით გაკეთებულ შეთავაზებებს.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული პირდაპირი შეტყობინებების მიღება, უფლება გაქვთ, უარი თქვათ მათ მიღებაზე. ამისათვის საჭიროა, მიჰყვეთ შესაბამისი ელექტრონული კომუნიკაციის მითითებებს, მოარგოთ პარამეტრები თქვენი ციფრული ბანკის ან საფულის ანგარიშში ან აპში, ან დაგვიკავშირდეთ, როგორც განმარტებულია ნაწილში: „ჩვენთან დაკავშირება“.
გაითვალისწინეთ, რომ თუ უარს იტყვით ჩვენგან მარკეტინგული სახის შეტყობინებების მიღებაზე, შესაძლოა მაინც გამოგიგზავნოთ მომსახურების, ადმინისტრაციული და ტრანზაქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
ჩვენი მომსახურება და პროდუქტები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ გამიზნულად არ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციებიდან, იმ პირების შესახებ, რომლებიც 18 წლამდე ასაკის არიან.
ჩვენი ვებსაიტები შეიძლება მიბმული იყოს მესამე მხარის ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვამოწმებთ, არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებელი იმ ვებსაიტების შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, რომლებიც მიბმულია ჩვენს ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რომელიმე ამ საიტზე, მათ შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ჩვენ არ ვადასტურებთ მესამე მხარის ვებსაიტებს და არ ვიძლევით გარანტიებს ნებისმიერ ინფორმაციასთან, კომპიუტერულ პროგრამასთან, სხვა მასალებსა და პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იქ იპოვოთ, ან ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ მათი გამოყენების შედეგად.
წინამდებარე დებულებაში მითითებული ნებისმიერი მიზებისთვის ჩვენ შესაძლოა შემდეგი ტიპის ორგანიზაციებს ან მხარეებს გავუმჟღავნოთ შესაბამისი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი და/ან შესაბამისი დოკუმენტაცია, კლიენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, ტრანზაქციის დეტალები და სქემები და ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ:
თუ თქვენ ხართ იმ სერვისის კლიენტი, რომელიც საჯარო პროფილის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გახადოთ თქვენი პროფილი საჯაროდ ხილვადი. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს შეზღუდული პერსონალური მონაცემების გაზიარებას, როგორიცაა თქვენი სახელი, ფოტო, თქვენს ანგარიშზე ხელმისაწვდომი ვალუტები და ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ კლიენტი. გარდა ამისა, თუ ხართ ბანკის ან საფულის ანგარიშის კლიენტი, ბანკის ან საფულის ანგარიშის სხვა კლიენტებიც შეძლებენ თქვენს მოძებნას თქვენი ტელეფონის ნომრით, ასევე თქვენ მიერ მითითებული QR კოდის გამოყენებით თქვენთან ტრანზაქციების შესრულებას. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა, განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესის ან მისი ნაწილის გაყიდვასთან ან გადაცემასთან დაკავშირებით. ამას გარდა, შესაძლოა, მოქმედი კანონებით და რეგულაციებით მოთხოვნილ ან ნებადართულ ფარგლებში გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საერთაშორისო მარეგულირებელ და საფინანსო უწყებებთან, საკრედიტო ანგარიშგების სააგენტოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სასამართლოებთან, მთავრობებთან ან სამთავრობო სააგენტოებთან, რომ დავაკმაყოფილოთ სამართლებრივი ვალდებულებები ან დავიცვათ Western Union-ის ან სხვათა უფლებები და ინტერესები.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მისი შეგროვების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქვეყნებში, მათ შორის და არა მხოლოდ, აშშ-ში, გადავცემთ იმ ფორმით, როგორც ნებადართულია ან მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა, მარეგულირებელი ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები და სამთავრობო უწყებები. დამატებით, როცა თქვენ აგზავნით ფულს სხვა ქვეყანაში ან იღებთ ფულს სხვა ქვეყნიდან, ჩვენ მოგვთხოვენ გარკვეული თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებას ამ ქვეყანასთან კანონით მოთხოვნილი და ნებადართული სახით. ჩვენ გადავცემთ გარკვეულ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ ჩვენს მონაცემთა ცენტრებს, რომლებიც მდებარეობს ა.შ.შ.-ში ან რეგიონში, როგორც ეს მოთხოვნილია ადგილობრივი კანონით ან პროცესით ჩვენს სერვისების მიმართ მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად და მასთან შესაბამისობის დასაცავად. სერვისების გამოყენებით თქვენ უშვებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის მსგავსი გადაცემა თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის, გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროკომისიამ ან გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისმა (ICO) ვერ აღმოაჩინა ადეკვატური დაცვა, დაცული იქნება შესაბამისი სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლებით ან ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მიერ დადასტურებული სხვა მექანიზმებით, როგორც მოთხოვნილია კანონით.
თქვენი პირადი მონაცემების შენახვა მოხდება რეგულაციებში მითითებული დადგენილი ვადის შესაბამისად, რომელიც შეეხება ფინანსურ ტრანზაქციებს და ანგარიშებს, მათ შორის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო და სხვა ჩვენს მიმართ გამოყენებულ კანონებში მითითებული ვადების დაცვით. სხვა შემთხვევებში, ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას, თუ ის საჭიროა სპეციფიური მიზნებისთვის, რომლებისთვისაც მოხდა მისი შეგროვება ან იმ შეკითხვის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ. ჩვენ ვიცავთ მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპებს და ვცდილობთ შევინახოთ ინფორმაცია არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა იმ მიზნ(ებ)ის მისაღწევად, რომლისთვისაც მივიღეთ ეს ინფორმაცია.
უფლება | აღწერა | გამოყენების წესი |
ცოდნისა და წვდომის უფლება | თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ ვამუშავებთ თუ არა თქვენს პირად მონაცემებს და გვთხოვოთ თქვენი ინფორმაციის ასლი უფასოდ. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული გარკვეული ინფორმაციის სტრუქტურირებული და მანქანის მიერ წაკითხვადი ასლი. | თუ თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ონლაინ ან მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში ნებისმიერ დროს და მიიღოთ წვდომა თქვენს ამონაწერებზე, ინფორმაციაზე ტრანზაქციების შესახებ და ასევე გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
მარკეტინგული კომუნიკაციების შეწყვეტის უფლება | თქვენ უფლება გაქვთ შეგვაწყვეტინოთ თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა. | თუ ხართ საიტის westernunion.com რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ციფრული ფულის გადარიცხვის სერვისით, შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ გვერდზე westernunion.com და დაარედაქტიროთ თქვენი პროფილის პარამეტრები, თქვენი მარკეტინგული კომუნიკაციების და მესამე მხარისთვის მონაცემების გაზიარების პრიორიტეტების შესაცვლელად. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
შესწორების უფლება | თქვენ უფლება გაქვთ გვთხოვოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გასწორება, რომელიც არ არის სრული, ზუსტი ან მოძველებულია. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
წაშლის, შეზღუდვისა და წინააღმდეგობის უფლება | თქვენ უფლება გაქვთ, გვთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წაშლა, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენების შეზღუდვა ან უარი თქვათ ამ ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენებაზე. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
თანხმობის გაუქმების უფლება | რადგან ჩვენ ვამუშავებთ პირად ინფორმაციას თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მოქმედი კანონით ნებადართული სახით. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
საჩივრის შეტანის უფლება | თქვენ აგრეთვე გაქვთ ჩვენს მიერ პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ შესაბამის მონაცემების დაცვის მარეგულირებელ ან საზედამხედველო ორგანოებთან საჩივრის წარდგენის უფლება. | ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. |
შესაძლოა, სხვადასხვა იურისდიქციებში ასევე ხელმისაწვდომი იყოს დამატებითი უფლებები, ადგილობრივი კანონების შესაბამისად. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული მეთოდებით.
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვკარგავთ თქვენს პირად მონაცემებს, ჩვენ გთხოვთ თქვენი შეკითხვის წარმოდგენას წერილობითი სახით. ჩვენ შევისწავლით თქვენს შეკითხვას და ჩვეულებრივ გიპასუხებთ მისი მიღებიდან 30 დღეში წერილობითი სახით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან მონაცემების დაცვის ჩვენს ოფიცერს მისამართზე: wuprivacy@westernunion.com.
უფასო ან ადგილობრივი სატელეფონო ნომრიდან ჩვენ დასაკავშირებლად, გთხოვთ, დააწკაპუნოთ ბმულზე „დაგვიკავშირდით“ შესაბამისი Western Union-ის ვებგვერდის ქვედა ნაწილში, თქვენი რეგიონისთვის განკუთვნილი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაძებნად.
ჩვენ, შესაძლოა, დროდადრო შევცვალოთ წინამდებარე გლობალური კონფიდენციალურობის დებულება, განახლებული კონფიდენციალურობის დებულებები კი მოცემულ ვებსაიტზე განთავსდება ცვლილებების შეტანის შემდეგ. საიტზე შესვლისას გირჩევთ, გადახედოთ წინამდებარე გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებას უახლესი ვერსიის მისაღებად.
აშშ-ის მომხმარებელთათვის (იმ მომხმარებელთა ჩათვლით, რომლებიც არიან კალიფორნიაში, ნევადაში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ტეხასსა და ვერმონტში), მიჰყევით ბმულს: Western Union-ის კონფიდენციალურობის შეტყობინება.
კალიფორნიის რეზიდენტებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება კალიფორნიის რეზიდენტებისთვის.
მექსიკაში მყოფი მომხმარებლებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება მექსიკის რეზიდენტებისთვის.
ბრაზილიაში მყოფი მომხმარებლებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება ბრაზილიის რეზიდენტებისთვის.
მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, ამ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში არსებული სხვა დებულებების მიუხედავად, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალური ინფორმაციის იაპონურ საიდენტიფიკაციო ნომერს („ჩემი ნომერი“) და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ნებისმიერი მოქმედი კანონის და რეგულაციის შესაბამისად, როგორც აღწერილია ამ განყოფილებაში.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს „ჩემს ნომერს“ და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენი „ჩემი ნომრის“ დასადასტურებლად, როგორც ამას მოითხოვს იაპონიის კანონი სათანადო წესით დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით იაპონიაში მოქმედი კანონი სათანადო შიდა დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების თაობაზე ანგარიშების წარდგენის შესახებ საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვის თაობაზე ანგარიშგების წარმოდგენის შესახებ (კანონი №110, 1997 წ., ბოლო ცვლილებებით).
Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული პირების სიისთვის იხილეთ: „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“.